„2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული სიტუაცია“ - უკრაინის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება რუსული დარტყმების მკვეთრი ზრდის ფონზე და 32.6 მილიარდი დოლარის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას, - განუცხადა Euronews-ს ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

მისი თქმით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა ასეთი მძიმე საბიუჯეტო კრიზისის წინაშე არ მდგარა. სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების შესყიდვის პრიორიტეტულობის ფონზე, ბიუჯეტის სხვა მუხლები შესაძლოა დაზარალდეს, ხოლო გადახდები შეფერხდეს, თუ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოიძებნა.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ლიკვიდობის პრობლემებს და ბიუჯეტში სახსრების დეფიციტს ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ლიკვიდობის ნაკლებობის გამო, მოგვიწიოს ომთან დაკავშირებული ზოგიერთი გადახდის გადავადება. ამას თავისი შედეგები ექნება“, – განაცხადა მარჩენკომ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო შეფერხებები გარე კრედიტორებზე გავლენას არ მოახდენს.

მინისტრის თქმით, შედეგები, შესაძლოა, ადგილობრივ დონეზე იგრძნობოდეს, მათ შორის, თავშესაფრებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მიმართულებით.

მარჩენკოს განცხადებით, აგვისტოში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა. ის ახალ ბიუჯეტს იმ გათვლით ამზადებს, რომ ომი 2027 წლამდე გაგრძელდება. ამასთან, უკრაინას დაფინანსების 32.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტის დაფარვა დასჭირდება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მისია ამ კვირაში კიევში მუშაობდა, ანალოგიურ მაჩვენებლებს ასახელებს.

„ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა. ამას ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ. ეს სრულიად განსხვავებული რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, განსაკუთრებით ჩვენი ლოგისტიკის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო თავდასხმების ფონზე. ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით. ესკალაცია ნიშნავს, რომ უნდა მოვიძიოთ რესურსები, რათა ეს ზამთარი გადავიტანოთ“, – განაცხადა მარჩენკომ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788530819

ახალი ამბები

ავარია ხობში - დაშავდა 6 ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმი...

პოლიცია

1788530781

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: გერმანიაში ცხოვრების მაღალი დონე იკარგება, მმართველი კოალიციის ავტორიტეტი ვარდება, ამით სარგებლობს მეორე პოლიტიკური ძალა და ცდილობენ, მოგონილი ზღაპრებით დაუპირისპირდნენ, თითქოს ეს არის ულტრამემარჯვენე ძალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგის ვარდნით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა სარგებლობს, რომელსაც მოგონილი ზღაპრებით...

გიორგი ვოლსკი

1788530309

საზოგადოება

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე მიტო ჩხაიძეს, 3 თასი ლარი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო თარაშ ონიანსა და დავით კვინიკაძეს - 4-4- ათასი ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კ...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1788529740

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6126 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6180 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1788528702

საზოგადოება

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვ...

ირმა ინაშვილი