აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს - სანქციები თურქეთში მოქმედ 3 კომპანიას შეეხო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანთან დაკავშირებული ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც თურქეთში დაფუძნებულ სამ კომპანიას შეეხო. წერს Times of Israel-ი.

სანქციები დაუწესდა შემდეგ კომპანიებს: Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi, Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi და Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi.

ფინანსთა სამინისტრო, ასევე, გასცემს ზოგად ლიცენზიას, რომელიც საშუალებას იძლევა, რათა სანქცირებულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციების შეწყვეტა მოხდეს.

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი ნაბიჯია. ვაშინგტონისა და თეირანის ომიდან ექვსი თვის შემდეგ, კონფლიქტმა მსოფლიოში ენერგომატარებლების ფასების ზრდა გამოიწვია.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა, რომელმაც გასულ თვეში გამოაცხადა „ეკონომიკური შეტევა“ ირანის ფინანსური კავშირების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში, აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანია, თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.

გასულ კვირას ვაშინგტონმა ეგვიპტურ ბანკ Banque Misr-ს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფილიალებს აშშ დოლარში ტრანზაქციების განხორციელება შეუზღუდა, ირანთან მათი საქმიანობის გამო.

ბესენტმა კვირას Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, ყოველ კვირას ახალ სანქციებს დააწესებს. თავდაპირველად ყურადღება ბანკებზე იქნება გამახვილებული, რაც ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების უფრო ფართო კამპანიის ნაწილია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788530309

საზოგადოება

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე მიტო ჩხაიძეს, 3 თასი ლარი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო თარაშ ონიანსა და დავით კვინიკაძეს - 4-4- ათასი ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კ...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1788529740

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6126 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6180 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1788528702

საზოგადოება

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვ...

ირმა ინაშვილი

1788527405

საზოგადოება

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალ...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1788527093

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: განცხადებები, რომ აფხაზებს ვეზიზღებით, გვეზიზღება, ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება

„აფხაზებს რომ ვეზიზღებით, გვეზიზღება და ა.შ. ასეთი განცხადებები ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. გაგიკვირდებათ და, უცებ რუსი ბლოგერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, ორივე მხარეს იმ დანაშაულების ვ...

გიორგი ვოლსკი