დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ
ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალა როდესაც ცდილობს კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს.
„ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. ისინი ილუზორულ წარმოდგენებში არიან. საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ. კარგად დაუკვირდნენ რადიკალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას და ნახავენ, რომ არა თუ რაიმე ფორმით გადაჯგუფების ან ახალი თამაშის წესების წარდგენის, არამედ რეალურად პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნის და დარჩენის ელემენტარული საშუალებაც კი არ აქვთ. მათ ჩვენი საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. ამიტომ, ეს ყველაფერი აბსურდი, ტყუილი და კიდევ ერთხელ საკუთარი ერთი მუჭა მომხრეებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გეგმა სერიოზულობით იმ შემთხვევაში ფასდება, თუ ვინ ადგენს და ვინ წარადგენს ამ გეგმას. როცა ნულოვანი რეიტინგის მქონე ვითომ პოლიტიკური ძალა ცდილობს კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ეს ყველაფერი იმ ტყუილ ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც ახლაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...
1767973321
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...
1767971808
მსოფლიოვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...































