„არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით“ - მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა
არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთიდან მომავალ ტანკერზე გადასხდნენ და ხომალდი უკან გააბრუნეს.
„ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ დარღვევას. დღეს დილით საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსეთიდან მომავალი ნავთობტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა.
ოპერაცია ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის წყლებში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის დახმარებით. ეს განხორციელდა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით. სასამართლო გამოძიება დაიწყო. გემი სხვა მიმართულებით გადაიყვანეს.
ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტურობა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას“, - წერს მაკრონი.
We will not tolerate any violation.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 22, 2026
This morning, the French Navy boarded an oil tanker coming from Russia, subject to international sanctions and suspected of flying a false flag.
The operation was conducted on the high seas in the Mediterranean,… pic.twitter.com/zhXVdzPx1r
1769091557
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი 20 ივნისის საქმეზე: იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ, იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო
იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1769091189
ახალი ამბებიპროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სა...
1769091076
ახალი ამბებიგიორგი კახიანი პრემიერის ინიციატივაზე: ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა - ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ, მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დებატების აუცილებლობას...
1769088917
მსოფლიოტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...
1769088655
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს. მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცი...































