აშშ 19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს
შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხელახალი შემოწმება ყოველი გრინ-ქარდის, ყოველი უცხოელისა, ყოველი შემაშფოთებელი ქვეყნიდან“.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნები იგულისხმება, ედლოუმ მიუთითა ტრამპის 2025 წლის ივნისის განკარგულებაზე, რომლითაც აშშ-ში შესვლა 12 ქვეყნის (ავღანეთი, ჰაიტი, ირანი, ლიბია, იემენი, სომალი, სუდანი და სხვა) მოქალაქეებისთვის აიკრძალა და შეზღუდვები დაუწესდა კიდევ 7 ქვეყნის (მათ შორის ტოგო, თურქმენეთი, კუბა, ვენესუელა) მოქალაქეებს.
სხვა დეტალები ედლოუს არ გაუზიარებია.
ეს განცხადება ედლოუმ თეთრ სახლთან მომხდარი სროლიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა, რომლის შედეგადაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე დაიჭრა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა. სროლაში ეჭვმიტანილი 29 წლის ავღანელი მიგრანტი რაჰმანულა ლაკანვალია.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ „სამუდამოდ შეაჩერებს მიგრაციას ყველა მესამე სამყაროს ქვეყნიდან“ და პირობა დადო, რომ გააძევებს „ყველას“, ვინც ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს.
1764276983
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები
ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები, - განაცხად...
1764276073
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში
სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია...
1764271916
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ
ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ...
1764270943
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა
სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს საზღვრის უ...
1764269710
სპორტისაქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი თბილისში, უკრაინასთან მატჩით გახსნა. „ჯვაროსნებმა“ 9 ათასი გულშემატკივრის წინაშე დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდნენ.




























