მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება.
უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთის, განას, ნიგერიის, პაკისტანის, ირანის, კენიის, ტუნისის, იემენის, ეგვიპტის, თურქეთის, ჩინეთის, მაროკოს და ბანგლადეშის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1764307260
ახალი ამბებიპუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება. „იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნა...
1764305398
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მა...
1764276983
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები
ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები, - განაცხად...
1764276073
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში
სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია...
1764271916
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ
ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ...




























