ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები

 ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, გარე ძალებმა გამოცადეს საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს, მაშინ, როდესაც პირველ ჯერზე ქვეყანა სტატუსის გარეშე დატოვეს. თუმცა ვინაიდან ამას რევოლუციური პროცესები არ მოჰყვა, აღარ დაწვეს ხიდები. იგივე ხდება ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც.

„კანდიდატის სტატუსი ჩვენ მეორე მცდელობით, რომ ავიღეთ, ის ძალები დარწმუნებულები რომ ყოფილიყვნენ, რომ აქ რევოლუცია მოხდებოდა, ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ არ მოგვცემდნენ. მაგრამ ვერ დარწმუნდნენ და ხიდების დაწვა არ უნდოდათ ბოლომდე. ზუსტად იგივე არის ვიზალიბერალიზაციაზეც. თუ დარწმუნდნენ ისინი და ბევრ ტესტს ატარებენ - 13 სექტემბერი ტესტი იყო, 4 ოქტომბერი ტესტი იყო, ხვალინდელი დღე ტესტი არის. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ 90-იანი წლების გამეორება შეიძლება და რევოლუციის მოწყობა შეიძლება, გარანტირებულად გეუბნებით, რომ გაუჩერებენ [ვიზალიბერალიზაციას] მთელს საქართველოს. მაგრამ ვერ დარწმუნდებიან იმიტომ, რომ გამარგინალებულები არიან ეს რადიკალები მთლიანად თავიანთი ლომჯარიებით და გიგაურებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764264210

ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“...

უზენაესი სასამართლო

1764262495

ახალი ამბები

27 ნოემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე (ბათუმის შემოვლითი გზა) ჩატარდება გ...

ზოგადი

1764261245

მსოფლიო

POLITICO: მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს

 მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ინფორმაციას ამის შეს...

ევროკავშირის დროშები

1764255638

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია, პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი

დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩე...

ვლადიმერ პუტინი

1764255298

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩემი აზრით, ცოტათი გაგიჟდნენ, ეს სრული სისულელეა

„სტივ უიტკოფი საკუთარი პრეზიდენტს და ქვეყნის პოზიციას იცავს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, უიტკოფთან დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა რუსეთი ამ დიალოგს...

ვლადიმერ პუტინი