სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა

 სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაშია ათეულობით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გზით მიგრაციას ეხება.

შს სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა დანაშაულებრივი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.

აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764261245

მსოფლიო

POLITICO: მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს

 მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ინფორმაციას ამის შეს...

ევროკავშირის დროშები

1764255638

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია, პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი

დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩე...

ვლადიმერ პუტინი

1764255298

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩემი აზრით, ცოტათი გაგიჟდნენ, ეს სრული სისულელეა

„სტივ უიტკოფი საკუთარი პრეზიდენტს და ქვეყნის პოზიციას იცავს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, უიტკოფთან დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა რუსეთი ამ დიალოგს...

ვლადიმერ პუტინი

1764255245

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ მაშინ, როდესაც უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ, თუ ისინი არ გავლენ, ამას ჩვენ სამხედრო გზით მივაღწევთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა და ეს იყო განსახილველი საკითხების სია. რაც შეეხება ჟენევაში აშშ-სა და...

პუტინი

1764254618

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ახალი ტერიტორიების აღიარება სჭირდება

„ტერიტორიული რეალობების საერთაშორისო აღიარება რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლებრი...

პუტინი