ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში
სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ ომში ჩართვაზე ვერ დაითანხმეს, საქართველოში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება გადაწყვიტეს.
„ვინმემ გვითხრას წელთაღრიცხვა როდის დაიწყო ამ ევროპულ კურსზე გადახვევის?! ამას დიდი პრეისტორია აქვს. 2021 წელზე უნდა დავბრუნდეთ. როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა, ამაზე ინფორმაცია ყველას ჰქონდა და მათ შორის ჩვენც ორი წლით ადრე.
ევრობიუროკრატები, „გლობალური ომის პარტია“ და იმდროინდელი აშშ-ის ადმინისტრაცია ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ ასე ბრმად ვერ დებდნენ, რომ მეორე ფრონტად გამოვადგებოდით და ამ თამაშში წავყვებოდით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გამოცდილები არ ვყავდით.
2021 წლიდან იწყება ეს ყველაფერი, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი, რომ თავი გადაეზღვიათ, აქ მომხდარიყო რევოლუცია, სააკაშვილი გასულიყო თავის მომხრეებთან რუსთაველის გამზირზე. სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში. ეს იყო უზარმაზარი თავის ტკივილი რუსეთისთვის. ეს არის [რუსეთ-უკრაინის ომი] პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაც ვბედავდით და ვამბობდით. დღეს ეს გამომჟღავნდა. ნატო-ში ამერიკის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიგონად გამოვიყენეთ უკრაინა, რომ გამოგვეცადა ჩვენი იარაღიო. სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს.
როდესაც ვერ დაგვითანხმეს ომში ჩართვაზე, გადაწყვიტეს საქართველოში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. უამრავი ტურბულენტობა გავიარეთ და ეს იყო მთლიანად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი. მჭიდში რამდენი ტყვიაც ჰქონდათ, ნელ-ნელა იხარჯებოდა ამ შანტაჟის და ხელოვნური აჟიოტაჟის კუთხით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1764264210
ახალი ამბებისტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“...
1764262495
ახალი ამბები27 ნოემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე (ბათუმის შემოვლითი გზა) ჩატარდება გ...
1764261245
მსოფლიოPOLITICO: მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს
მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ინფორმაციას ამის შეს...
1764255638
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია, პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი
დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩე...
1764255298
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩემი აზრით, ცოტათი გაგიჟდნენ, ეს სრული სისულელეა
„სტივ უიტკოფი საკუთარი პრეზიდენტს და ქვეყნის პოზიციას იცავს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, უიტკოფთან დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა რუსეთი ამ დიალოგს...





























