აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსების წყაროებსა და ევროპის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას.
„რუსეთი თავის ომს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით აფინანსებს. ევროპა, რომელიც თავად არის ამ ომის მსხვერპლი, რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მყიდველია. ისინი დღემდე რჩებიან რუსული ბუნებრივი აირის მომხმარებლებად. ამიტომ, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „ჰეი, ევროპულო სახელმწიფოებო, თქვენ ეხმარებით იმ სამხედრო მანქანის დაფინანსებას, რომლის გაჩერებაც ყველას გვსურს“. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, არის მსხვილი მყიდველებისთვის რუსული ნავთობის შეძენის შესაძლებლობის შეფერხება. ინდოეთი კი ამჟამად ცდილობს მეტი ნავთობი იყიდოს აშშ-ისგან, სავარაუდოდ, მეტს შეიძენს ვენესუელასგან და მსოფლიოს სხვა წყაროებიდან. უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი გზა რუსული სამხედრო მანქანის ფინანსურად გამოფიტვაა“, - დასძინა მან.
U.S. Energy Secretary Chris Wright:
— Clash Report (@clashreport) February 11, 2026
Europe — the victim of the war — has been one of the biggest buyers of Russian oil and natural gas.
President Trump is telling allies: You can’t fund the very machine you want stopped. pic.twitter.com/7ePKeFALQt
1770823122
საზოგადოებასასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის - ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვე...
1770821062
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპ...
1770820352
ახალი ამბებისასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის...
1770819881
საზოგადოებამაია ბითაძე ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: კომისიის მუშაობის მთავარი პრინციპი დაყრდნობილი იქნება იმ პრინციპზე, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ტვირთი მაქსიმალურად შემსუბუქდეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. გარემოს დაცვისა დ...
1770819423
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე - დღეს, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობს ისტორიის გადაწერისა და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ხმა და ამ პროცესში, ქალ მეცნიერთა აქტიური ჩართულობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალ მეცნიერებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს ულოცავს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს. „ქალ...


























