მაია ბითაძე ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: კომისიის მუშაობის მთავარი პრინციპი დაყრდნობილი იქნება იმ პრინციპზე, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ტვირთი მაქსიმალურად შემსუბუქდეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რამდენიმე კომპლექსური საკითხია, რომელზედაც მოუწევთ შეთანხმება როგორც პარლამენტს, ისე მთავრობასა და ბიზნესს.

მისივე თქმით, კომისიის მუშაობის მთავარი პრინციპი დაყრდნობილი იქნება იმ პრინციპზე, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ტვირთი მაქსიმალურად შემსუბუქდეს.

„ჩვენთვის, ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკური წონასწორობა, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფს საინვესტიციო გარემოს ზრდას.

ამ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, იზრდება ხელფასები და ასევე მოსახლეობის მყიდველუნარიანობაც, ბოლო წლებში ვაკვირდებით, რომ პარალელურად ფასებიც იზრდება. შემოსავლებისა და ფასების ზრდა პრაქტიკულად ერთნაირი დინამიკით ვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა სამთავრობო დონეზე დიდი ხანია დაწყებულია, არსებობს გარკვეული კვლევები. საინტერესო იყო პირველი სხდომა, რომელიც დღეს პარლამენტში გაიმართა. ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა თავისი ყურით მოესმინა ის დეტალები, რაც ზეგავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე.

დღეს მოვისმინეთ, რომ არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ დიდ ეფექტს ახდენს იმ ფასნამატზე, რომელზედაც ყველა ძალიან ვწუხვართ.

კარგად გვესმის, რომ ქსელური მარკეტები, დისტრიბუცია, მწარმოებლები, სწორედ ის კომპონენტია ჩვენი ეკონომიკის, რომელსაც სრული ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი პირველადი პრიორიტეტია, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს უხეშად ბიზნესში, მაგრამ მეორე კუთხით ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და ეს სოციალური პასუხისმგებლობა ასევე უნდა ჰქონდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ ვიპოვოთ ის სიცარიელეები, რომლის ამოვსება ჩვენ შეგვეძლება.

დღეს მოვისმინეთ, რომ რეტრობონუსი დიდ როლს თამაშობს ფასნამატის წარმოქმნაში. ასევე არსებობს სხვა გადასახადები, რომელიც ორ ბიზნესსუბიექტს შორის არსებობს, რაც დიდი ზეგავლენას ახდენს ფასნამატზე. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია.

დღეს ასევე საინტერესო მიგნებები გაკეთდა, რომელიც პროდუქტის ნაშთების მართვასთან ერთად გამოიკვეთა. ასევე გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი პრობლემაა დისტრიბუტორებებისთვის და მწარმოებლებისთვის ქსელური მარკეტების მხრიდან თანხის დაბრუნების ვადების დაგვიანებასთან მიმართებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი სამომავლო შეხვედრებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრები ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770816807

საქართველო

Moby საქართველოში კონცერტს გამართავს

ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby საქართველოში კონცერტს გამართავს. რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.

Moby Moby

1770816217

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეც...

გივი მიქანაძე

1770815166

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1770813378

მსოფლიო

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“. როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე და...

ყვითელი ლენტი

1770813231

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წ...

პროკურატურა