სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი აქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, სადაც მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ, აფასებდნენ მათ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის მათ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვა) წარუდგინა.
სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს 8 წლით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორ ბრალდებულს 4-4 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვისთვის ორ ბრალდებულს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1770816807
საქართველოMoby საქართველოში კონცერტს გამართავს
ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby საქართველოში კონცერტს გამართავს. რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.
1770816217
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეც...
1770815166
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1770813378
მსოფლიო18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია
18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“. როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე და...
1770813231
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წ...



























