შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს

„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი თქმით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სასულიეროსთან ერთად, საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლიან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადებენ.

„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ | დიდი კურაპალატისა. დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აღსასრულიდან. სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს. საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სასულიეროსთან ერთად, საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლიან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადებენ.

17 საუკუნის წინ საქართველოში შემოვიდა და იქადაგა წმინდა ნინომ, მან მოაქცია ქართლი, ქრისტეს მოციქულთა ნაკვალევი, გაანათლა წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია. შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მოთხრობა ქრისტიანობის გარეშე, მონარქიის გარეშე, წმინდა და თავდადებული მეფეების და დედოფლების გარეშე. სწორედ ასეთი იყო დიდი მეფე აშოტ პირველი, მეფე ქართლისა, ტაო-კლარჯეთისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო ტახტზე დამამკვიდრებელი. მრავალბრძოლაგამოვლილი მეფე ზუსტად 12 საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს, მოღალატეებმა დოლისყანის მონასტრის ტაძრის საკურთხეველში გამოასალმეს სიცოცხლეს. საუკუნოდ იყოს ჩვენი დიდი და წმინდა წინაპრების დიდება და ღვაწლის ხსენება!“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770831331

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...

ხორვატიის პრეზიდენტი

1770830026

მსოფლიო

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსების წყაროებსა და ევროპის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვ...

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი

1770828107

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს

„მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძემ. მისი თქმით, კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გ...

ეკა კუპატაძე

1770826485

მსოფლიო

ტრამპი: არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც შვეიცარიის ლიდერი გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 30%-დან 39%-მდე გავზარდე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაზარდა ტარიფები შვეიცარიულ იმპორტზე, შვეიცარიის ლიდერთან, კარინ კელერ-ზუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ. „არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც ის [კ...

ტრამპიტრამპი

1770823122

საზოგადოება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის - ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვე...

პარლამენტის დროებითმა კომისია