ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება ის გამოწვევაა, რომელიც ჯერ ისევ დგას დღის წესრიგში. ამ კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელშესახებ შედეგებს ვაღწევთ და ეს არა მხოლოდ დედაქალაქს და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ეს პოლიტიკა რეგიონებშიც აისახება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული ხედვა და პოლიტიკა აქვს, რომელიც საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში 24 საათიან ხარისხიანი წყლის მიწოდების საკითხს ეხება. ამ მიზნის მიღწევის გზის შუაში ვართ და ეს იმ მემკვიდრეობით არის განპირობებული, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვერგო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევების დასაძლევად როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორი ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

„საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამ სამუშაოებში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლიც.

წყლით მომარაგების საპროექტო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ეს ის გამოწვევა იყო, რომელიც შემდგომში, უკვე ექსპლუატაციისას წარმოქმნიდა პრობლემებს. ეს გადახდისუნარიანობაზეც აისახებოდა. ახლა იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე შემცირდეს და სამომავლოდ საერთოდ აღმოიფხვრას. ასევე მნიშვნელოვანია, რეგიონებში სარწყავი და სასმელი წყლის ფასის რეგულაცია. ამიტომ, როდესაც ტარიფსა და წყალმომარაგებაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ტექნიკური, ანუ სარწყავი წყლის სინქრონიზაცია. თუ ეს საკითხი არ მოწესრიგდა, სოფლად სულ გვექნება იმის პრობლემა, რომ სასმელ წყალს სარწყავი მიზნებითაც გამოიყენებენ. ეს ძალიან ამცირებს ეფექტიანობის ხარისხს. ეს ის გამოწვევაა, რომელზეც ვმუშაობთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო ფორუმი კომპანიების - Aqualia-სა და GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და სემეკის წარმომადგენლებმა, წყლის რესურსების დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიიღეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770817197

ახალი ამბები

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტ...

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

1770816807

საქართველო

Moby საქართველოში კონცერტს გამართავს

ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby საქართველოში კონცერტს გამართავს. რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.

Moby Moby

1770816217

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეც...

გივი მიქანაძე

1770815166

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1770813378

მსოფლიო

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“. როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე და...

ყვითელი ლენტი