ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა

ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა. იმიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილების მიხედვით, ჩოგბურთის ვარსკვლავს ახლა დეპორტაცია ემუქრება, თუმცა სპორტსმენს კიდევ აქვს შანსი მორიგი სასამართლო პროცესის მეშვეობით ქვეყანაში დარჩენის უფლება მოიპოვოს.

იმიგრაციის მინისტრმა ვიზის გაუქმება საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

"ამ გადაწყვეტილების მიღებისას მე გავითვალისწინე შინაგან საქმეთა დეპარტამენტის, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების და ბატონი ჯოკოვიჩის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მორისონის მთავრობა მტკიცედ იცავს ავსტრალიის საზღვრებს, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებით", - განმარტა ჰოუკმა.

ჯოკოვიჩს, რომელიც ვაქცინირებული არ არის, ვიზა 6 იანვარს ავსტრალიაში ჩასვლისთანავე გაუუქმდა ვაქცინის გამონაკლისთან დაკავშირებული კითხვების გამო, რაც მას ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემდა. ორშაბათს კი მოსამართლემ სადეპორტაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ავსტრალიაში შესვლამდე სამოგზაურო ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა. მისი თქმით, აგენტმა  ფორმის შევსებისას შეცდომა დაუშვა. მან ასევე დაადასტურა, რომ გასული დეკემბერში, Covid-19-ით ინფიცირების დროს იზოლაციის წესების დაარღვია.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში არ უმოგზაურია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ჩოგბურთელმა სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმოგზაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა, დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩოგბურთის ვარსკვლავისთვის ვიზა მეორედ გაეუქმებინა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დიდი სლემის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრა. ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება.

წყარო:businessformula.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ჩვენ, ექიმებს, თითოეული დაკარგული პაციენტი გვტკივა და ცხოვრების რამდენიმე წელიწადს გვართმევს... - კოვიდთან მებრძოლი ექიმი

🔵ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს შემწეობას

🔵სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცება (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ