ავსტრიაში ვაქცინაცია კანონით სავალდებულო გახდა

ავსტრიაში ძალაში შევიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრის შესახებ კანონი. წინა დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა და კანცლერმა. 

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება 18 წელზე უფროს ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აცრის საწინააღმდეგო სამედიცინო ჩვენება არ აქვს. ხელისუფლებამ წერილობით უნდა მიმართოს ყველა აუცრელ მოქალაქეს და მოსთხოვოს მათ ერთი თვის განმავლობაში აიცრან, თორემ მათ ემუქრებათ ჯარიმა 3600 ევრომდე.

ვინც კოვიდი გადაიტანა, შეუძლია 180 დღის შემდეგ აიცრას მას მერე, რაც კოვიდი დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის 75 პროცენტი აცრილია კოვიდის საწინააღმდეგოდ. მთელ მსოფლიოში იზრდება კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი, რაც, მედიკოსთა თანახმად, უკავშირდება კორონავირუსის ახალი შტამის, ე.წ. ომიკრონის გავრცელებას. ომიკრონს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მაგრამ სწრაფად ვრცელდება. ექიმების დაკვირვებით, ომიკრონს შეუძლია გადალახოს იმუნური დაცვა თვით აცრილების შემთხვევაში. თუმცა ისინი თვლიან, რომ აცრა პანდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"სმენის დაქვეითება, რაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის" - "ომიკრონის" აქამდე უცნობი ეფექტი

🔵"ამ არასწორი ჩაცმულობით, საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას" - ნევროლოგის განმარტება, თუ რატომ არ უნდა შევფუთოთ ბავშვი ზამთარში

🔵ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი