ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტის შესაძენად, რომელიც უკრაინას მიეწოდება
„გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის მოთხოვნების სიიდან ჩვენ ვაფინანსებთ იარაღის სისტემებს, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. ეს არის სისტემები, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებში იწარმოება და რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. კონტაქტი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან და შევთანხმდით, რომ მონაწილეობას მივიღებთ, სულ მცირე, 150 მილიონი ევროს პაკეტის შეძენაში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაღწევთ პროგრესს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ ოქტომბერში უკრაინას მიაწოდა ორი ახალი „პეტრიოტის“ ტიპის სისტემა. მისივე თქმით, მიწოდება კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდებოდა, რომ არა შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი.
ამასთან, ამავე პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას მომავალ წელს მეტი დაფინანსება დასჭირდება.
„არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება არის ყველაზე მკაფიო გზა უკრაინის თავდაცვის შესანარჩუნებლად. ეს ასევე არის გზა, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ დრო მათ მხარეს არ არის. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლას სანქციებით. მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტზე“, – განაცხადა კალასმა.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































