დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად, წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები.

ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:

1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.

2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ.

ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.

გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.

ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი“, და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: „ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ“ და მეორე ვარიანტად განიხილავს დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას.

მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია“, - წერს სამხარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787236029

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ

„რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1787234744

ახალი ამბები

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „მიღებული აქვთ...

აკაკი ალადაშვილი

1787233390

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

„ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირე...

ლევან მაჭავარიანი

1787232615

მსოფლიო

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი გმობენ ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებს ღაზაზე და აცხადებენ, რომ ისინი არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მკაცრად გმობენ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ბოლო დარტყმებს და ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები არღვევს ისრაელის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთან...

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი

1787231582

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო

„ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და...

დავით მათიკაშვილი