დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მოლაპარაკება შეეხება ვაჭრობას და საერთაშორისო პოლიტიკას. ამის შესახებ BBC იუწყება.
„ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს დიდ ბრიტანეთთან. იმედი მაქვს, რომ კარგ სავაჭრო ურთიერთობებს დავამყარებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ლონდონში ჩასვლამდე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ვიზიტის ძირითადი მიზეზი მის მეგობართან, მეფე ჩარლზთან შეხვედრაა. „ის ასე კარგად წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. ისეთი ელეგანტური ჯენტლმენია“, - ამბობს დონალდ ტრამპი.
17 სექტემბერს ის სწორედ დიდი ბრიტანეთის მეფეს შეხვდება. უინძორის სასახლეში დიდი საზეიმო მიღება გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს მოუწოდოს ტრამპს, რომ აშშ-მა ნატოს წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულება გააგრძელოს და უკრაინას მხარი დაუჭიროს.
მისასალმებელ ცერემონიაში 1300-მდე ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას - სახმელეთო ძალების, სამეფო ფლოტის და სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები. ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაული იქნება დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ისტორიაში.
სახელმწიფო ვიზიტის ცენტრალური ნაწილი იქნება წმინდა გიორგის დარბაზში გრანდიოზული ბანკეტი, სადაც მეფე ჩარლზი და პრეზიდენტი ტრამპი სიტყვით გამოვლენ.
ტრამპის ვიზიტამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დიდ ბრიტანეთში 31 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებენ, აქედან 22 მლრდ ინვესტიციას კომპანია Microsoft გეგმავს.
საუბარია ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლების და ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ეს ხელს შეუწყობს „მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების ჯიბეებში მეტი ფული შევა“.
1758087600
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა
დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ...
1758087485
საზოგადოება„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“ - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე
„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. საქმე ეხება 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის...
1758087161
ახალი ამბები624 მლნ. დოლარისა და 35 მლნ. ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს
624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ...
1758055969
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა
„4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოქალაქეების უმეტესობას რევოლუციის...
1758055432
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...