საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
ჩხრეკისას ქარხანაში, ასევე, აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე, ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1758091324
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო...
1758088984
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე: ახლა უკრაინის ხელისუფლებაში კეთილის მოსურნეები არ გვყავს და შესაბამისად, მათი ინტერესია არეულობა მოხდეს ჩვენთან
„ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კი...
1758087600
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა
დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ...
1758087485
საზოგადოება„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“ - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე
„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. საქმე ეხება 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის...
1758087161
ახალი ამბები624 მლნ. დოლარისა და 35 მლნ. ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს
624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ...