დონალდ ტრამპი: ირანული გემები განადგურდებიან, თუ ისინი აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადას დაარღვევენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს აფრთხილებს, რომ ირანული გემები „განადგურების მსხვერპლი გახდებიან“, თუ ისინი აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადას დაარღვევენ.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-მა ირანის საზღვაო ფლოტის 158 გემი უკვე გაანადგურა.

„ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებული – 158 გემი. ჩვენ არ დაგვირტყამს მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. სწრაფი შეტევის გემებისთვის, რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესი იქნება. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776088701

ახალი ამბები

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა. „ზრდასრულ...

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო

1776087254

ახალი ამბები

პეტერ მადიარი: არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა

„არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა“, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. მისი თქმით, „კარგი იქნებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხი...

პეტერ მადიარი:

1776085285

ახალი ამბები

კრემლში აცხადებენ, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს

უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგს კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს“. „უნგრეთში ხალხმა თავ...

კრემლი

1776082830

ახალი ამბები

ნათია თურნავა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ბანკის ინ...

პოლიტიკა

1776080614

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებ...

ლაშა ხუციშვილი