დონალდ ტრამპი: კოლუმბიაც ძალიან ავად არის, მასაც ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც უყვარს კოკაინის დამზადება და მისი შეერთებულ შტატებში გაყიდვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას კოლუმბიის მთავრობას სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი ოპერაცია მისთვის „მისაღებია“.

„კოლუმბიაც ძალიან ავად არის, მასაც ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც უყვარს კოკაინის დამზადება და მისი შეერთებულ შტატებში გაყიდვა. ის ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს“, - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.
პირდაპირ კითხვაზე, განახორციელებს თუ არა აშშ სამხედრო ოპერაციას ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ტრამპმა უპასუხა: „ჩემთვის ეს მისაღებად ჟღერს“.

აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებულმა შტატებმა გაბედული რეიდის შედეგად ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეიპყრო და ნარკოტრაფიკის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგენად ნიუ-იორკში გადაიყვანა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767633322

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც

ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც ეს წითელი ხაზია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სადაც ჩარევის უფლებას ვერავის მივცემთ, -...

ნინო წილოსანი

1767631685

მსოფლიო

დანიის პრემიერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როდესაც ის ამბობს, რომ გრენლანდია სურს - თუ აშშ ნატოს სხვა წევრ ქვეყანას თავს დაესხმება, ყველაფერი დასრულდება

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი გრენლანდიის დაუფლების სურვილის მიმართ. „სამწუხაროდ, ვფიქრობ, ამერ...

დანიის პრემიერი ტრამპს

1767629127

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბ...

საქართველოს რკინიგზა

1767628192

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზ...

ანტონიუ გუტერეში

1767627156

საზოგადოება

ქეთევან ტურიაშვილი: ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს, როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ - ყოჩაღ! ბოლომდე მივაწვეთ!

„ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც, ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს. როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ“, - ამის შესახებ არქეოლო...

ქეთევან ტურიაშვილი