ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, სამკომპონენტიანი ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული.
„ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისია, ხოლო ვაქცინის შემოტანა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში იგეგმება. სახელმწიფო წინა წლების მსგავსად 200 000 დოზას უზრუნველყოფს, თუმცა, პროფესორის თქმით, ეს რესურსი ბოლომდე არასდროს იხარჯება, რაც მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობაზე მიუთითებს.
პირველ რიგში, გათვალისწინებულია რისკის ჯგუფებისთვის და რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება სწორედ მცირე ასაკის ბავშვები - ეს არის ორ წლამდე ასაკის ბავშვი, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, 6 თვიდან ზემო ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია გრიპის დასაშვებია. ქვეყანაში შემოვა სამკომპონენტიანი ვაქცინა. სამკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შევა ორი A ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და ერთი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება.
გასულ წელს 4 კომპონენტიანი იყო, აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსის, თუმცა, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევს დაავადებებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, 3 კომპონენტიანია რეკომენდებული“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
1787153819
ახალი ამბებისუსი: 2025 წლის 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
2025 წლის 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. საქართ...
1787150152
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები მედიასთან შეაფასა. როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ალიანსში შემავალ პოლიტიკუ...
1787149322
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. „მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქ...
1787148101
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ
„ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკა...
1787147276
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა
„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...































