ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

20:42
ეკონომიკა
  
„2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ტვირთბრუნვისა და ნავსადგურებში დამუშავებული გემების საერთო ტონაჟის ზრდა საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის განვითარების დინამიკას ასახავს და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787150152

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები მედიასთან შეაფასა. როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ალიანსში შემავალ პოლიტიკუ...

თორნიკე ჭეიშვილი

1787149322

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. „მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქ...

პენიტენციური სამსახური

1787148101

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

„ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკა...

არჩილ გორდულაძე

1787147276

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა

„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...

 მამუკა მდინარაძე

1787146565

ახალი ამბები

შსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შ...

შსს განცხადება