დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 9:00 საათის მონაცემებით, დონბასელი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების 19-ჯერ დარღვევა დააფიქსირეს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა.
"ოკუპანტები აგრძელებენ სროლას დასახლებებიდან და საცხოვრებელ კორპუსებთან საარტილერიო სისტემების განთავსებას.
მტერი ამ გზით ცდილობს, აიძულოს უკრაინის ძალების ქვედანაყოფები, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნას, რათა უკრაინის დამცველი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში მეტად დაადანაშაულოს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებული ძალები ცეცხლს არ ხსნიან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავენ. გაერთიანებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ მუქარებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.
დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ.
სხვა სიახლეები:
📍გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის რეფორმაზე: ეს შესაძლებელია, იცით სადაც ვარ
📍ოკუპირებულ დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს
📍პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
1791829566
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...
1791821802
მსოფლიოვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...
1791820055
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...






























