პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, ორი პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღო.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 19-260-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
⬛ ქვეყანაში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 21 183 პაციენტი
⬛ "აზრი ბავშვს იცავს" - შალვა ამონაშვილის რჩევა ახალგაზრდა დედებს
1791836190
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი...
1791835342
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია. მხარეებმა კიდევ...
1791833908
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა, როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უც...
1791829566
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...




























