„ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ამიტომ სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია“ - მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა. წერს „პოლიტიკო“.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა „ორ ლიდერს შორის ურთიერთობა აშკარად სერიოზულად გაცივდა“.

„ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ამიტომ სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია, რომელიც ეროვნული ღირსების გამოხატულებაა. ნიშნავს ეს ორ ერს შორის ურთიერთობების საბოლოო წყვეტას? რა თქმა უნდა - არა. არის ეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობების სერიოზული გაციება? რა თქმა უნდა - არის. საერთაშორისო ურთიერთობებში მეგობრები არ არსებობენ. არსებობს ინტერესები, რომლებიც შეიძლება იყოს საერთო ან დაპირისპირებული“, - აღნიშნა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა.

ლე პენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ტრამპი კვლავ რჩება „ძლიერი პოლიტიკური ნების სიმბოლოდ“, რომლის მსგავსი ევროპაში ათწლეულებია იშვიათად უნახავთ, თუმცა საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით ირანის საკითხთან დაკავშირებით, მან „იმის საპირისპირო გააკეთა, რასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა“.

შეგახსენებთ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მელონი G7-ის სამიტზე ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და მათ ურთიერთობას შიდა პოლიტიკური სარგებლისთვის იყენებდა. მელონიმ ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ტრამპმა ეს ამბავი მოიგონა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782300299

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, ერთი და იგივე ძალა, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ

ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატებს, რომელიც დღეს გაიმართება, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აფასებს. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...

ლევან მახაშვილი

1782299857

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება, სანამ PACE ქართული დელეგაციის მანდატებს უპირობოდ არ ცნობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1782299264

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

„ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპა...

ნიკოლოზ სამხარაძ

1782297929

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით

საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და...

დავით მათიკაშვილი

1782296376

საზოგადოება

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ან...

პარლამენტის კომიტეტე