ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“-ის ხელმძღვანელს შეხვდა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS)-ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.
მხარეებმა ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ფინანსებისა და საგადამხდელო სისტემების სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო BIS Innovation Hub-ის პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური სექტორის ეფექტიანობის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და BIS Innovation Hub-ის თანამშრომლობას. აღინიშნა ეროვნული ბანკის მონაწილეობა BIS Innovation Hub-ის არაერთ ინიციატივაში, მათ შორის Project Aperta-სა და Project Noor-ში. მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის პერსპექტივები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები. მათ შორის, ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების(VASP) და სტაბილქოინების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება. ამ კონტექსტში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ციფრული ფინანსური სერვისების, ტოკენიზაციისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე.
საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
1782306309
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6480 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782304687
საზოგადოებალევან მახაშვილი: სწორედ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს
„ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ე...
1782303961
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული“ მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა. დეპუტ...
1782302225
მსოფლიო„ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ამიტომ სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია“ - მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა. წერს „პოლიტიკო...
1782302005
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. მინისტრმ...




























