ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული“ მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა.
დეპუტატმა გენერალურ პროკურორს სთხოვა დაჩქარდეს იმ საქმეების განხილვა, რომელიც წლებია სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში დევს და დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ პასუხი, თუნდაც უარყოფითი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი მაშინ [სააკაშვილის რეჟიმის დროს] გაუბედურებული და „გაკულაკებული“ მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხს.
ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია - შეიძლება კეთილსინდისიერი შემძენიც იყოს კონკრეტულ ქონებაზე; ისიც ვიცი, რომ რთული პრობლემებია - მესმის, რომ ბევრ ადამიანს დაუბრუნდა ქონება და ა.შ. მაგრამ, არიან გარკვეული პიროვნებები, რომლებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, ასეთ დროს უარიც პასუხია,
რომ იმედი აღარ ჰქონდეთ ქონების დაბრუნების. ვიცი, რომ ამ საკითხის განხილვა ამ ფორმატში არ არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც გეტყვით ერთ-ერთ ქეისზე. მოქალაქე ბონდო შალიკიანის საქმე მთელმა ქვეყანამ იცის, ყველამ იცის, რა გაუკეთეს, ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში იქნა მოკლული მინსკში. მისი ოჯახი კი მთლიანად გაკულაკებულია. ჩამორთმეული ქონება ოჯახმა ვერ დაიბრუნა. აქ არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც სამართლიანობაზე საუბრობენ.
მსურს შევახსენო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბონდო შალიკიანზე ამბობდა, თითქოს ის კანონიერი ქურდი იყო და ქონება ამიტომ არ უბრუნდებოდა. მსურს შევახსენო, რომ ის (ბონდო შალიკიანი) იყო პარლამენტის არჩეული წევრი, რომელიც დააპატიმრეს; საჯაროდ გახდა ცნობილი ინფორმაცია, როგორ ითხოვდნენ გუბერნატორი და პროკურორი ქონების გადაფორმებას. ეს ყველაფერი მაგალითის სახით მოგიყევით და გთხოვთ, როგორმე დააჩქაროთ ეს პროცესები - უარიც პასუხი იქნება“,- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დეპარტამენტში დღესაც არის მიმართვიანობა და გარკვეულწილად გასაკვირია, როდესაც ახლა შემოდის ისეთი განცხადებები, რომლებიც შეიძლებოდა შემოსულიყო დეპარტამენტის შექმნის ეტაპზე.
გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავა კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია პროცესების დაჩქარების აუცილებლობა.
1782304687
საზოგადოებალევან მახაშვილი: სწორედ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს
„ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ე...
1782302225
მსოფლიო„ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ამიტომ სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია“ - მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგი საჯაროდ გააკრიტიკა. წერს „პოლიტიკო...
1782302005
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. მინისტრმ...
1782300852
მსოფლიოილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯორჯ სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს. მილიარდერმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყო...
1782300299
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, ერთი და იგივე ძალა, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ
ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატებს, რომელიც დღეს გაიმართება, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აფასებს. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...




























