ევროკომისია: ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებასთან მიზნობრივ თანამშრომლობას განაგრძობს

 ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებასთან მიზნობრივ თანამშრომლობას განაგრძობს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა სამშაბათს განაცხადა.

ანიტა ჰიპერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის დიდი ხნის წინანდელი პოზიცია, რომ ვენესუელის ხელისუფლება „თავის მანდატს იღებს საარჩევნო პროცესიდან, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხალხის ნების პატივისცემა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ“.

ანიტა ჰიპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ინკლუზიურ დიალოგს, რომელიც ვენესუელაში დემოკრატიულ გარდაქმნას შეუწყობს ხელს - მასში ჩართული უნდა იყოს ყველა ის აქტორი, რომელიც ერთგულია დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის, „ოპოზიციის დემოკრატიულად არჩეული ლიდერები“.

„ჩვენ არ გვიღიარებია ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობა და იგივე ეხება დელსი როდრიგესს, თუმცა ჩვენ შევინარჩუნებთ მიზნობრივ ურთიერთობას ვენესუელის ხელისუფლებასთან, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767800742

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე: რას არ გაიგებს კაცი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ აშშ-ის მიერ ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება, ს...

შალვა პაპუაშვილი

1767799215

ახალი ამბები

შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახმკვლელობ...

დაკავება

1767794745

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება

 გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. როგორც კუბილიუსი აცხადებს, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე...

ანდრიუს კუბილიუს

1767793452

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო

 ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედ...

თამთა სოფრომაძე

1767792706

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა

 2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურა...

თამთა სოფრომაძე