გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისი უკვე მესამე თვეა გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებისა, შედეგები ყოველ საათში დრამატულად უარესდება. მე ღრმად შეშფოთებული ვარ ჰორმუზის სრუტის ზონაში სანაოსნო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით. ეს აფერხებს ნავთობის, გაზის, სასუქებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტების მიწოდებას, რაც არღვევს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საწარმოო და კვების ბაზრების ფუნქციონირებას“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მიმოიხილა მოვლენათა განვითარების სამი შესაძლო სცენარი და გააფრთხილა საზოგადოება, რომ თითოეული მათგანი მძიმე დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.

მისი თქმით, სანაოსნო გზა დღესვე რომ გაიხსნას, მიწოდების ჯაჭვების აღდგენას მაინც „თვეები დასჭირდება“, რაც გამოიწვევს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ინფლაციის მატებას.

თუ შეფერხება „წლის შუა პერიოდამდე გაიწელება“, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაზარალდება და ორჯერ მეტად შემცირდება, ხოლო ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო 32 მილიონი ადამიანი „უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება“.

იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინფლაცია „არნახულად გაიზრდება“, ეკონომიკური ზრდა „მკვეთრად დაეცემა“, რაც გამოიწვევს „უდიდეს ტანჯვას, განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777579012

საზოგადოება

კახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა

აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმ...

კახა კალაძე

1777578987

საზოგადოება

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრ...

კახა კალაძე

1777578910

საზოგადოება

კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს

ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად აღარ არის სიახლე, რომ ევროპული ბიუროკრატია ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა...

კახა კალაძე

1777572873

მსოფლიო

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ვანკუვერში გამართულ ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ირანი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. „ნება მომეცით, თავიდანვე დავა...

ფიფას პრეზიდენტი

1777572329

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განა...

ააა