გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები.
რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი.
„გენერალური ასამბლეა მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყოს უკანონოდ გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იძულებითი გადაადგილების, დეპორტაციის, ბავშვების ოჯახებისა და კანონიერი მეურვეებისგან გამოყოფის, პირადი სტატუსის შეცვლის, მათ შორის მოქალაქეობის, გაშვილების ან მინდობით ოჯახებში განთავსების და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ, მათ შორის, ბელარუსმა, ირანმა, ნიკარაგუამ, კუბამ და მალიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა.
1764864553
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2025 წლის 4 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალისფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის დატაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა. მხარ...
1764861558
მსოფლიოდავით ჩიხელიძე: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში - სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს
გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაი...
1764860122
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყეს რეზოლუციაზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვითომდა დემოკრატიის კუთხით უკუსვლას აქვს ადგილი, - განაცხადა გადაცემა...
1764858864
საზოგადოებალევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: რაც უნდათ ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ
„სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ“, - განაცხადა ე...
1764858133
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი „ბიბისის“ ფილმზე: მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო
„მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო“, - განაცხადა გადაცემაში...




























