GB News: კირ სტარმერი ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა, - წერს GB News-ი.

გამოცემა იტყობინება, რომ სოცქსელი სკანდალში მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Grok-ის გამო გაეხვა, რომელიც ქალებისა და ბავშვების სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა.

„ახლა დაუნინგ სტრიტი სხვა ქვეყნებთან სამმხრივი ერთობლივი რეაგირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ავსტრალია და კანადა იზიარებენ კირ სტარმერის შეშფოთებას deepfake საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ, განაცხადა: „ვფიქრობ, სრულიად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ეს ინსტრუმენტი [deepfake] Grok-ისმეშვეობით ადამიანების სურათების შესაქმნელად გამოიყენეს. ეს არის იმის მაგალითი, რომ სოციალური მედია არ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ავსტრალიელები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ“.

კანადელი ლიბერალი პარლამენტარები კი ჯერჯერობით უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა პლატფორმის აკრძალვას აპირებს - ერთ-ერთმა მათგანმა, ტორონტოს ცენტრის წევრმა ევან სოლომონმა, პირობა დადო: „კანადა არ განიხილავს X-ის აკრძალვას“.

„დიდი ბრიტანეთი დაიმუქრა, რომ კიდევ უფრო შორს წავა და ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად, X-ს მთლიანად აკრძალავს, თუ ბატონი მასკი არ ამოიღებს ფუნქციას, რომელიც უხამსი სურათების გენერირების საშუალებას იძლევა.

„ასეთი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საზღვარგარეთ ცენზურას ეწინააღმდეგება“, - წერს GB News-ი და აღნიშნავს იმასაც, რომ ილონ მასკმა ლეიბორისტებს „ფაშისტები“ უწოდა, რომლებიც „ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს ეძებენ“ მისი პლატფორმის წინააღმდეგ.

გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, X-ის დაბლოკის შემთხვევაში კირ სტარმერისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მუქარა გააჟღერა.

„საიტის დაბლოკვა ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან დააახლოებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მასკს ძლიერ გზავნილს გაუგზავნის“, - წერს GB News-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768139104

საზოგადოება

მეუფე შიო: ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ისინი გვეხმარებიან, ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული

 „ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა... წმინდა ანგელოზები გვეხმა...

მეუფე შიო

1768137161

მსოფლიო

ყოფილი შაჰის ვაჟმა ირანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

 ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლ...

რეზა ფაჰლევიმ

1768136122

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით

 „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე წერს და აღნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისი ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დასტურია და...

ზურაბ ქადაგიძე

1768132305

მსოფლიო

უკრაინამ ვორონეჟზე იერიში მიიტანა

 უკრაინამ ვორონეჟზე დრონებით მიიტანა იერიში. ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, ქალაქში 20-მდე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ქალი გარდაიცვალა, 3 კი დ...

ვორონეჟ

1768129974

მსოფლიო

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

 აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება...

რობერტ კენედი