გრენლანდიაში ტრამპის წარმომადგენელი: დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში

ლუიზიანას გუბერნატორმა ჯეფ ლენდრიმ (რესპუბლიკელი), რომელიც, ასევე, გრენლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს განაცხადა, რომ დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში. წერს The Hill.

Fox News-ის წამყვანმა ჯეფ ლენდრის ჰკითხა იმ „აუთვისებელ რესურსებზე“, რომლითაც ტრამპის ადმინისტრაციაა დაინტერესებული კუნძულზე. თავად ტრამპი დიდი ხანია ამბობს, რომ გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან შეერთება სურს.

„გრენლანდიას ახლა შეუძლია დღეში 2 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. რამდენად შეამსუბუქებდა ეს სიტუაციას ჰორმუზის სრუტეში“, - აღნიშნა მან.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ენერგობაზრის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის დერეფანია - ჩვეულებრივ პირობებში მსოფლიოს ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ გზით გადაადგილდება ყოველდღიურად. ირანთან ომის დროს, ირანის საპასუხო დარტყმებისა და მოგვიანებით აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გამო, სრუტე ფაქტობრივად დახურულია. ამის ფონზე მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასებიც.

ლენდრის თქმით,  გრენლანდიაში ნავთობის წარმოება, შესაძლოა, „დაახლოებით 10 თვეში“ აღდგეს.

„ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, ვინც რეალურად ზრუნავს იმაზე, რომ რაღაც გააკეთოს და გრენლანდია მსოფლიო რუკაზე მოაქციოს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, გუბერნატორი დანიის ტერიტორიაზე სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ტრამპმა უთხრა: „წადი იქ და ბევრი მეგობარი გაიჩინე.“ თუმცა ვიზიტი ოფიციალური მოწვევის გარეშე გაიმართა და მის ჩასვლას გრენლანდიის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ ცივი დამოკიდებულება მოჰყვა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779473948

ახალი ამბები

მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის სტაბილიზაციას ახდენენ და ზოგიერთ ტერიტორიასაც კი იბრუნებენ, ცხადია, ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას. როგორც UNIAN-ის კო...

მარკ რუტე

1779472106

ახალი ამბები

შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქო...

 ჯანდაცვის მინისტრი

1779471070

ახალი ამბები

სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რ...

მიხეილ სარჯველაძე

1779469247

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო არაფერს უნდა ელოდოს, მთავარია, ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო

რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები...

დავით ქართველიშვილი

1779467266

ახალი ამბები

საპატრიარქო: ანგელოზის დღეს - ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს საპატრიარქო, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს ანგელოზის დღეს - ღირსი ში...

შიო მესამე