მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ
უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის სტაბილიზაციას ახდენენ და ზოგიერთ ტერიტორიასაც კი იბრუნებენ, ცხადია, ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშკარაა, რომ უკრაინა ძლიერ თავდაცვას ქმნის. და შეხედეთ ფრონტის ხაზს ამ მომენტში - ის სტაბილურდება. არსებობს ინფორმაციაც, რომ უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს. არა მასიურად, მაგრამ სულ მცირე სტაბილიზაცია შეინიშნება და და პოტენციურად, ახლა ფრონტზე ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება და არა არასწორით. და შესაბამისად, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და არა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, საქმეები პუტინისთვის მისაღები მიმართულებით არ მიდის.
„დღეს პუტინის ადგილას რომ ვყოფილიყავი, დიდად ბედნიერი არ ვიქნებოდი. თუმცა, პუტინის ადგილას ყოფნა არასდროს გამიხარდებოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან საქმეები პუტინისთვის მისაღები მიმართულებით არ მიდის“, - დასძინა რუტემ.
1779467087
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე, ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა,...
1779467055
ახალი ამბებიზარქუა: გააერთიანეს ეს „კარენნოი ნაცმოძრაობა“ და „ნეო ნაცები“ და დაირქვეს ვითომ ალიანსი, ბუნებრივია, რომ თავიანთი პირობითი მოღვაწეობის დროს ერთმანეთს „კბენენ“
მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციურ ალიანსში არსებული დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი დაპირისპირება ბუნებრივია. მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს ლიდერის მანტია აქვს მორგებული, რას...
1779465360
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიო...
1779462559
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით
„26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წა...
1779462510
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო, დღევანდელი დაჯილდოება მადლიერებაა იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ
დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...































