სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მიუხედავად თემის სიმწვავისა და საზოგადოებრივი ინტერესისა, გადაწყვეტილებები მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას უნდა დაეყრდნოს.

„აბსოლუტური თანაგრძნობითა და დარწმუნებით ვამბობ, სწორედ იმ ხალხის საკეთილდღეოდ, გაცილებით ეფექტური იქნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა თითოეული მიმართულებით, ვიდრე ახლა ამ წუთს თუნდაც იმ აქციების მხარდაჭერა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2024 წლის პირველი ნახევრიდან, მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით დიუშენი კუნთოვანი დისტროფია კლინიკურად უმძიმესი დიაგნოზია, დღეს მსოფლიოში პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს.

„დაახლოებით 10-15 წლის წინ კითხვები არ არსებობდა, სამწუხაროდ. ყველაფერი გარკვეული იყო და ეს იყო უმძიმესი დაავადება, რომელსაც პრაქტიკულად კურნება არ გააჩნდა. დღეს გაჩნდა საშუალებები, რომლის მიმართაც შეიძლება განწყობილები ვიყოთ იმედიანად, თუმცა დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე პასუხები არსებობს. მთელი განვითარებული სამყარო ინტერესით აკვირდება პროცესებს, რომელმაც უნდა მოიტანოს პასუხები მედიკამენტებთან და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით“, - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779465360

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა

სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიო...

მარიამ ქვრივიშვილი

1779462559

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით

„26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წა...

ვახტანგ ცინცაძე

1779462510

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო, დღევანდელი დაჯილდოება მადლიერებაა იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...

შალვა პაპუაშვილ

1779462197

ახალი ამბები

ციფრული მმართველობის სააგენტო: დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება

ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებისთვის თაღლითური შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულ...

ციფრული მმართველობის სააგენტო:

1779460811

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახ...

მიხეილ ყაველაშვილი