იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს დაუწესებენ
რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ.
„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.
იაპონიის პრემიერის თქმით, სანქციების დეტალები მუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან შეწყდება ფინანსური საქმიანობა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პუტინთან შეხვედრამდე რუსი ოლიმპიელები ორკვირიან კარანტინში გამოკეტეს
🔵ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს - უცხოური მედია
🔵საბერძნეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უარი თქვან უკრაინაში მოგზაურობაზე
1787766229
საზოგადოებადავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ქართველიშვილის შეფა...
1787764590
საზოგადოებამახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის...
1787762727
მსოფლიო80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს. გამოცემის წყაროების...
1787760468
საზოგადოებალევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1787758429
მსოფლიოტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში...



























