ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ჟენევაში გამართულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეულია
ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პროგრესი არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, თუმცა პროცესი დაწყებულია“, - განუცხადა მან ირანულ მედიას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანი დროებით ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტის ნაწილს - გლობალური ნავთობმიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. ეს ხდება აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა ყურის რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა თეირანზე ზეწოლის მოსახდენად და დათმობების მისაღწევად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში „რეჟიმის შეცვლა“ შესაძლოა საუკეთესო რამ იყოს, რაც კი შეიძლება მოხდეს. ამავდროულად, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სამშაბათს აღნიშნა, რომ აშშ-ის ნებისმიერი მცდელობა მისი მთავრობის დამხობისა, მარცხით დასრულდება.
1771336870
საზოგადოებაგიორგი კახიანი მიხეილ ყაველაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი მოხსე...
1771336160
ახალი ამბებილევან მეხუზლა: 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
„ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი...
1771335860
მსოფლიოჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა დახურულია. მასზე მხარეები სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ...
1771335454
ახალი ამბებივოლსკი: მაიკ ბენცის კომენტარი მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და აჩვენებდა იმ სამწუხარო ვითარებას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არათუ „რუსული კანონია“, რამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია...
1771333975
მსოფლიოაშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
აშშ-ში აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, ჯესი ჯექსონი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ nbcnews იუწყება. ჯექსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. „მა...




























