ლევან მეხუზლა: 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
„ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება, შესაბამისად, მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.
„სახელმწმიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ღვინის მსოფლიო ბაზარზე. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხის მისაღწევად კი, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუაროთ ვენახს, არ დავტვირთოთ ვაზი და აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო იზრდება ფასის სხვაობა ხარისხიან კონდიციურსა და დაბალხარისხიან არაკონდიციურ ყურძენს შორის“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
ლევან მეხუზლას განცხადებით, შაქრიანობის ქვედა ზღვარად განისაზღვრა 17%, რომელზეც იქნება მიბმული უხარისხო ყურძნის დეფინიცია.
„17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძნისგან ძალიან დაბალი ხარისხის ღვინო მზადდება. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ყურძნის ხარისხიანობის არის სწორედ შაქრიანობა“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
1771335860
მსოფლიოჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა დახურულია. მასზე მხარეები სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ...
1771335454
ახალი ამბებივოლსკი: მაიკ ბენცის კომენტარი მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და აჩვენებდა იმ სამწუხარო ვითარებას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არათუ „რუსული კანონია“, რამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია...
1771333975
მსოფლიოაშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
აშშ-ში აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, ჯესი ჯექსონი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ nbcnews იუწყება. ჯექსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. „მა...
1771333740
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6789 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6799 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771333387
ახალი ამბებილევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირე...





























