დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი

პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა.

„პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი. ისაუბრა ორმაგ სტანდარტზე, უსაფრთხოების საკითხებზე, განათლებაზე, სოციალურ მიმართულებებზე, სპორტზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ალბათ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება, მით უმეტეს ამ ურთულეს მსოფლიოში. ეს სირთულე ეხება ჩვენს რეგიონს, ფაქტობრივად ეპიცენტრში ვართ. მიხეილ ყაველაშვილს თავისი დამსახურება აქვს იმ პროცესებში, რაც 2022 წლის შემდეგ განვითარდა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777746402

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...

ირაკლი კობახიძე

1777744132

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები

პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...

შოთა ბერეკაშვილი

1777744085

საზოგადოება

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...

ირაკლი კობახიძე

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742743

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...

ირაკლი კობახიძე