გიორგი კახიანი მიხეილ ყაველაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი მოხსენება ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო.

„დღევანდელ მოხსენებაში პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბევრ აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში.

დღეს პრეზიდენტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ისაუბრა ქრისტიანობის როლზე, აღნიშნა ოჯახური ღირებულებების, ტრადიციების მნიშვნელობა, შეეხო განათლების რეფორმას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მშვიდობის როლს, აღსანიშნავია ისიც, რომ მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში დადგა.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ზეწოლასა და გავლენებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქონდა ადგილი. მან საზოგადოების წინაშე ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და ერთობის მნიშვნელობას. ეს გამოსვლა იყო ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771335860

მსოფლიო

ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა დახურულია. მასზე მხარეები სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ...

უკრაინა-აშშ-რუსეთი

1771335454

ახალი ამბები

ვოლსკი: მაიკ ბენცის კომენტარი მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და აჩვენებდა იმ სამწუხარო ვითარებას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არათუ „რუსული კანონია“, რამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია...

გიორგი ვოლსკი

1771333975

მსოფლიო

აშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ში აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, ჯესი ჯექსონი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ nbcnews იუწყება. ჯექსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. „მა...

ჯესი ჯექსონი

1771333740

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6789 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6799 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი გამყარდა

1771333387

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირე...

სუსისსუსის