Reuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება
გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გატარება“, - განაცხადა სამშაბათს გერმანიის მრეწველობისა და ვაჭრობის პალატამ.
„ეს ძალიან ცოტაა. ჩვენი კონკურენტები უფრო დინამიურები არიან“, - განაცხადა ჰელენა მელნიკოვმა, სავაჭრო პალატის (DIHK) აღმასრულებელმა დირექტორმა.
მანამდე პალატა 2026 წლისთვის 0.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
„ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კვლავ ცდილობს განვითარების ტემპის აღდგენას, რადგან გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მაღალი საოპერაციო ხარჯები და სუსტი შიდა მოთხოვნა მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს. ამასთან, 2026 წლის ზრდა მეტწილად სტატისტიკური და კალენდარული ეფექტებით არის განპირობებული“, - წერს სააგენტო Reuters-ი.
„მზარდი გლობალური ეკონომიკა და გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები - მაგალითად, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე - გარკვეულ სექტორებს მცირედით აცოცხლებს. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ეფექტი საკმარისად არ იგრძნობა“, - განაცხადა მელნიკოვმა ბერლინში პროგნოზის პრეზენტაციაზე.
1771337174
ახალი ამბებიმინდელის სახელობის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1771336870
საზოგადოებაგიორგი კახიანი მიხეილ ყაველაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი მოხსე...
1771336160
ახალი ამბებილევან მეხუზლა: 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
„ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი...
1771335860
მსოფლიოჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა დახურულია. მასზე მხარეები სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ...
1771335454
ახალი ამბებივოლსკი: მაიკ ბენცის კომენტარი მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და აჩვენებდა იმ სამწუხარო ვითარებას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არათუ „რუსული კანონია“, რამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია...



























