ირანში ქალები ჰიჯაბებს საპროტესტო აქციებზე წვავენ - მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციიის მიერ 22 წლის ქალის სასიკვდილოდ ცემის შემდეგ
ირანში ქალების პროტესტი სულ უფრო მწვავდება - მანიფესტანტები ქუჩაში თავსაბურავებს წვავენ. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, მორალის პოლიციამ 22 წლის ქალს სასიკვდილოდ სცემა.
მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა, ის დაადანაშაულეს ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევაში, რაც ქალებს ავალდებულებს თმის დაფარვას ჰიჯაბით, ხელებისა და ფეხების კი - განიერი სამოსით. პოლიციამ ქალს სასტიკად სცემა, მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3-დღიანი კომის შემდეგ კი ამინი გარდაიცვალა.
პოლიცია ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობენ, რომ 22 წლის ქალი გულის მოულოდნელი შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ამინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო.
მაჰსა ამინი დასავლეთ ირანში მდებარე ქურთისტანის პროვინციიდან იყო. საპროტესტო აქციები, თეირანის მსგავსად, ქურთისტანშიც მიმდინარეობს, სადაც ორშაბათს პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორია ჰიჯაბის ტარების წესები
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანმა სავალდებულო დრესკოდი დააწესა ქალებისთვის - ყველა მათგანს თავსაბურავი და განიერი სამოსი უნდა ეცვას, რომელიც მათ სხეულს მთლიანად დაფარავს.
მორალის პოლიცია ქალების ჩაცმულობას ამოწმებს. ოფიცრებს აქვთ უფლება, გააჩერონ ქალები და მისცენ შენიშვნა, თუ მათ თმა უჩანთ, შარვალი, ან მოსაცმელი მოკლე აქვთ, ან"ზომაზე მეტი" მაკიაჟი უსვიათ. წესის დარღვევისთვის, სასჯელის ფორმებია ჯარიმა, პატიმრობა, ან გაროზგვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
1789987717
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას
„ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხ...
1789986678
საზოგადოებასამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პრ...
1789986180
მსოფლიოევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ
„ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 21 სექტემბერს დილით გამართულ შეხვედრაზე ევროკავშ...
1789983900
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
„პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და...
1789983139
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...





























