„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი: ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალ თავდასხმაში დაეხმარება, ირანის ლეგიტიმური სამიზნე გახდება

„ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის უფროსმა მრჩეველმა, ბრიგადის გენერალმა ალი ბალალიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე გარე ფაქტორები გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მისი შეიარაღება ადგილობრივად არის შემუშავებული და წარმოებული.

ალი ბალალის განცხადებით, ირანის სარაკეტო ბაზებს საკმარისი მოქმედების რადიუსი გააჩნიათ იმისთვის, რომ დაარტყან სამიზნეებს ისრაელში და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტა „სპარსეთის ყურე“ (Persian Gulf) სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ რეგიონიდან ამერიკული ავიამზიდები განდევნოს.

გენერალ ბალალის განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული საპასუხო დარტყმებისას ირანულმა რაკეტებმა დაარტყეს სიონისტური რეჟიმის ვაიცმანის ინსტიტუტს, ასევე ნეგევსა და დიმონას. როგორც ბალალიმ განმარტა, რაკეტა „ფათაჰ-2“ (Fattah-2) მანევრირების უნარს ფლობს, რაც მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მის გადაჭრას შეუძლებელს ხდის.

როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მრჩეველმა აღნიშნა, ნებისმიერ შესაძლო განმეორებით აგრესიაზე ირანის პასუხი გეოგრაფიულად შეზღუდული არ იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793988920

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა, ძალაში რჩება ყველა ბერკეტი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას ეხება

რადიკალური ოპოზიცია და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების მოტყუებას ტყუილი ნარატივით ცდილობენ, თითქოს საარჩევნო კოდექსში იმგვარ ცვლილებებს ვაინიცირებთ, რაც დაინტერესებულ პირებს პროცესში...

დავით მათიკაშვილი

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე