ჯეი დი ვენსი: ირანთან მოლაპარაკებებისას, მთავარი პრიორიტეტებია ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია მოლაპარაკებების სტრუქტურის ჩამოყალიბება, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.

ვენსმა განცხადება შვეიცარიაში გამგზავრებამდე გააკეთა.

„მოლაპარაკებებზე ჩვენ გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო, ცხადია, ტექნიკური გუნდი ადგილზე დარჩება“, – განაცხადა ვენსმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში მხოლოდ „ერთი ან ორი დღით“ შეძლებს დარჩენას, თუმცა იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვული მასალების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში წინსვლა. მისი თქმით, ლიბანი კვლავ გახდა ისრაელის მხრიდან სარაკეტო იერიშების სამიზნე და ვითარება ისეთია, რომ „მისი მუდმივი კონტროლია საჭირო“.

„ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც კონცენტრირებული ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, ირანული მედიის ინფორმაციით, შაბათს, 21 ივნისს, ირანის დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩავიდა, აშშ-თან მოლაპარაკებების გასამართად. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782024688

მსოფლიო

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვით, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუ...

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა

1782023374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება

ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. „არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გად...

დონალდ ტრამპი

1782021854

მსოფლიო

ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა

ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირა...

 ირანი და აშშ

1781988807

სპორტი

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მარია ალავიძე ტორონტოში გამართული „მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრი...

მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია

1781987382

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები სრულიად უაზროა, ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის

„ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის“, - ასე უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მელონი ტრამპთან მეგობრობის აღდგენას თავი...

იტალიის პრემიერი: პრეზიდენტო ტრამპ