შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი განახლდა და 30-ზე მეტი ახალი ავტომობილი დაემატა, რაც რეგიონში საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ.
1782023374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. „არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გად...
1782021854
მსოფლიოირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირა...
1781988807
სპორტიმარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია
მარია ალავიძე „მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მარია ალავიძე ტორონტოში გამართული „მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასის სუპერფინალის“ ბრინჯაოს პრი...
1781987382
მსოფლიოიტალიის პრემიერი: პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები სრულიად უაზროა, ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის
„ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის“, - ასე უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მელონი ტრამპთან მეგობრობის აღდგენას თავი...
1781984722
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაც...





























