მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს შენთან ვიყავი სახლში, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში და არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.
„დღეს „შაბათის ფორმულას“ ვუცქერ, 20 ივნისის 7 წლისთავი ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს აქვიაზე მისულს:
-თქვენი ემოცია თუ გახსოვთ შვიდი წლის წინ, როცა ნახეთ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა..?
სალომე ზურაბიშვილი: - მე მახსოვს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სპორტული ის იყო, და ვიყავი ბელარუსში, და იქიდან გამოვფრინდი...
მე კარგად მახსოვს სალომე!
19 ივნისს საღამოს 7 დან -9-მდე ვიყავი შენთან სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. უკვევ საკმაოდ იყავით შეზარხოშებულნი როდესაც მოვედი. შემდეგ სახლის ბანზე ახვედით და იქ გააგრძელეთ სმა! მე ადრე წამოვედი ვინაიდან თქვენს საზეიმო განწყობას ვერ მოვერგე, არც „საბუტილნიცობა” ვერ გაგიწიეთ მოქეიფეებს.
რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, ამიტომ სახლში ადრე დავბრუნდი. სალომე! შენიდან დაბრუნებულმა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვიხილე ხალხის დარბევა და დასახიჩრება. ის ღამე თეთრად გავათენე, ვინაიდან 20 მდე პოლიციის განყოფილება შემოვიარე და ვერსად ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. უამრავი ახალგაზრდა ხელბორკილდადებული და დასისხლიანებული ვნახე განყოფილებებში. უშედეგო ძებნის შემდეგ შენ დაგირეკე
(თბილისში და არა ბელორუსში)
პირველი შენი კითხვა იყო: -“ტყვიით ხომ არ დაშავებულა? “
მეორე კითხვა! ( მკაცრი ტონით) - რატომ გავიდა? რა უნდოდა იქა?
სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს.
„ტყუილს მოკლე ფეხი აქვს!”, - წერს მზია ნიორაძე.
1782026393
საზოგადოებასკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო...
1782026180
სპორტილაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე პროფესიონალურ კრივში მეოთხე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხ...
1782024688
მსოფლიომოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვით, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუ...
1782023374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. „არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გად...
1782021854
მსოფლიოირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირა...




























