"კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც "ებოლას" ვირუსია" - მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.
"ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა“, და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას“ ვირუსია.
კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა.
ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა“ შტამი გაჩნდა", – აცხადებს მონტგომერი.
ცნობისთვის, მსოფლიო მორიგი კოვიდ-გამოწვევის წინაშეა. ჯანმომ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს “ომიკრონი” უწოდა და “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 გამყრელიძე ახალ შტამზე: ლუგარის ლაბორატორიაში, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ
1792397450
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...
1792395005
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალ...
1792394002
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას
„ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად...
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...































