კრემლი პუტინის შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
"მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაზე შტურმის გაუქმების განკარგულება გაიცა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ეროვნულ ბატალიონებსა და უცხო ქვეყნის მებრძოლებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, გარანტია ეძლევათ სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ღირსეული მოპყრობისა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის.
თუმცა, კიევის რეჟიმი ამ შესაძლებლობით სარგებლობის ნებას არ რთავს“, – აცხადებენ კრემლში.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
* რუსეთი აღდგომის დღეებში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს ამბობს
1791369672
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
„რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1791368061
ახალი ამბებიდიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვე...
1791367191
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა შვეიცარიელი...
1791366457
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე
„მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მ...
1791365750
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭირო...































