ლიხტენშტაინზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

ლიხტეინშტაინი მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რომლის შედეგად 31 ათასი ადამიანის პერსონალური მონაცემები იყო მოპარული. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, დაუდგენელმა პირებმა „ეკონომიკური საქმიანობის ცენტრში“ შეაღწიეს, სადაც კომპანიების, ფონდების და სხვა ინფორმაცია ინახება.

ამჟამად საიტი LLV.li მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია. მის ვებგვერდზე წერია, რომ მიმდინარეობს ტექმომსახურების სამუშაოები.

მომხდარის გამო ლიხტეინშტაინის მთავრობამ ანტიკრიზისული შტაბი შექმნა. მას სათავეში ჩაუდგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიგიტე ჰაასი და იუსტიციის მინისტრი ემენუელ შედლერი.

ლიხტეინშტაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული რეესტრი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაუშვებლობისთვის არსებობდა. ამჟამად კიბერდანაშაულის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ლიხტეინშტაინის მოსახლეობა 41 ათასი ადამიანია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით. ქვეყანაში კარგად არის განვითარებული საბანკო და საფინანსო მომსახურების სერვისები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785737770

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

„ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც, დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 18-ს აჭარბებს“, - ინფორმაციაზე Reuters იუწყება. ადგი...

14 ადამიანი ემსხვერპლა

1785736369

საზოგადოება

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალ...

18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა

1785735237

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან მოლაპარაკებებს დღეს განაახლებს

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების პროცესი დღეს, შუადღის შემდეგ განახლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტრამპის თქმით, ირანული...

დონალდ ტრამპი

1785734041

მსოფლიო

ინდონეზიაში, ბორანზე ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 დაკარგულად ითვლება

ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნო...

ინდონეზია

1785701535

ახალი ამბები

შიო მესამე: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი

„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართ...

შიო მესამე